ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა სამგორში – ქეთევან წამებულის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებული ქვეითის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.