ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ ჯავის ქუჩაზე ჩაცხრილეს

მედიაში გავცელებული ინფორმაციით, ჯავის ქუჩაზე მოკლული 50 წლამდე მამაკაცი ბონდო კისიევია. როგორც ირკვევა, ის ამავე ქუჩაზე ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. უცნობია დაპირისპირების მიზეზი, თუმცა, ერთ-ეთი ვერსიით ის, შესაძლოა, პოლიტიკურ გარჩევას უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ჯავის ქუჩაზე დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კისიევი მისივე მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. იგი ადგილზევე დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, სროლა ავტომობილიდან მოხდა. მეორე ვერსიით კი, დამნაშავემ მკვლელობის ადგილი ავტობუსით დატოვა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....