უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არსეტოვიჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს ეხმიანება.
მისი თქმით, თუკი სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოში შიდა აურულობა დაიწყება.
„სააკაშვილი ავად არის და ნელი სიკვდილით კვდება, საქართველოს ხელისუფლებას კი არ სურს, რომ იფიქროს, რა იქნება ამის შემდეგ. თუ ის ციხეში მოკვდება, ყველა იტყვის, რომ ეს მათ მოკლეს ყოფილი პრეზიდენტი და ამ დანაშაულს ისინი ვერასდროს ვერ ჩამოიცილებენ. გარდა ამისა, ეს გახდება მძლავრი ფაქტორი შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, რასაც შეიძლება მოჰყვეს მასობრივი არეულობები, რევოლუცია და ასე შემდეგ. ეს თუ არა, არჩევნებზე ითამაშებს დიდ როლს ეს ფაქტორი და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ისინი ამ დანაშაულს ვერ ჩამოიცილებენ. სწორედ აქ ჩნდება შეკითხვა – ვისი ეშინიათ მათ? პასუხი კი არის, რომ მათ ეშინიათ ადამიანის, რომლისაც უკვე მალე აღარ შეეშინდება სომხეთს. უფრო სწორად, სომხეთს უკვე მისი აღარ ეშინია. ესე იგი, რუსეთს საქართველოს 30 თუ 25 პროცენტის ოკუპაცია უნდა მოეხდინა, რომ მისი ხელისუფლება ასე დაწოლილიყო მის ქვეშ?” – განაცხადა არესტოვიჩმა.