უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა იმ ქვეყნების ლიდერები დაასახელა, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავის მეგობრებად მიიჩნევს.
პოდოლიაკის თქმით, ეს ქვეყნებია: ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო; სირიის დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი; ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი; ირანის პრეზიდენტი – რაისი.
ზელენსკის აპარატის მრჩეველმა იქვე აღნიშნა, რომ პუტინი სცდება, თუკი მას ჩინეთი რუსეთის მეგობარი ჰგონია.
„ჩინეთი, ისევე როგორც შეერთებული შტატები, არასდროს დებს ფსონს აუტსაიდერ ქვეყნებზე ან ადამიანებზე, რომლებმაც წააგეს. უბრალოდ, პუტინს, ინტელექტუალური შეზღუდვების გამო არ ესმის, რომ მან უკვე წააგო სტრატეგიულად, იდეოლოგიურად და ტაქტიკურად ბრძოლის ველზე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.