ახალი ამბები მთავარი

გაიზრდება თუ არა გაზის გადასახადი მომდევნო 5 წლის განმავლობაში – რა გადაწყვეტილება მიიღო სემეკმა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ გაზის ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დატოვა.

„დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, – განაცხადა სემეკის ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ

იტვირთბა....