ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში – ენმ-ს წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომამ მთავრობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

სხდომის დაწყებისთანავე ნაციონალმა დავით მჟავანაძემ ხელში მიხეილ სააკაშვილის სურათით, განაცხადა რომ ტოვებს სხდომას.
მჟავანაძის ამ ქმედების საპასუხოდ, ქართული ოცნების დეპუტატებმა გირგვლიანის ფოტოები დაიჭირეს ხელში.
ამ წუთებში სხდომაზე ისმის შეძახილები: “მკვლელებო.. მიშას კლავენ”.

“კოლექტიური კობახიძეები ხართ”..
“აბა, ხაბეიშვილები ხომ არ ვიქნებით? “ , – ისმის საკრებულოს სხდომაზე ფრაზები.

იტვირთბა....