აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილით გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 19 ნოემბრის დილას, აქციაზე, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3 ხელწერილით გაათავისუფლეს- ინფორმაციას “მთავარი არხი”ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის მელიქიშვილისა და ვარაზისხევის კვეთაზე აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა 19 ნოემბრის დილას დაშალეს. აქციის მონაწილეებმა დაშლის შემდეგ მელიქიშვილზე გადაინაცვლეს სადაც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, მათ შორის, მთავარი არხის ოპერატორი, სერგო ბარამიძეც, რომელიც ამ დროისთვის ხელწერილით არის გათავისუფლებული.

ფოტო: mtavari.tv

იტვირთბა....