საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სალომე ზურაბიშვილის მიერ ექსპრეზიდენტის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.
ალასანიას თქმით, ეს პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს. ის ზურაბიშვილს ვერაფერს მოუწოდებს ამასთან დაკავშირებით.
„არ ვიცი, ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს, პრეზიდენტია. ვერაფერს მოვუწოდებ. პრეზიდენტი ის არის, იცის თავისი უფლებები, მოვალეობები და თავისი მორალი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.