მესამე პრეზიდენტის გადარჩენის და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
უკიდურესი პროტესტის მე-9 დღეს დავით კირკიტაძე იძულებული გახდა შიმშილობა შეეწყვიტა. დეპუტატს ექიმების დახმარება დასჭირდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე შიმშილობას აგრძელებენ ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია.
“მე მაინტერესებს და მინდა, რომ მივმართო ხელისუფლებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვნახეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა გუშინ სასამართლოზე, დღეს არის ჩვენი შიმშილობის მე-9 დღე. გვითხრან საჯაროდ, რა არის ის პოლიტიკური და ადამიანური ფასი, რაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე.
შიმშილობას ვაგრძელებ და გავაგრძელებ მანამ, სანამ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობა მომცემს ამის საშუალებას” ამბობს ანი წითლიძე.