უკვე 24 ასათია რუსული არმია ხარკოვის ოლქს ბომბავს. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ოკუპანტების იერიშების შედეგად ვოლჩანსკში ავტოფარეხები იწვოდა, დაზიანებულია ცენტრალური საავადმყოფოც. დაჭრილია კლინიკის 4 თანამშრომელი – 3 კაცი და 1 ქალი. დაზიანებები მიიღო კიდევ ერთმა მამაკაცმა.
ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოკუაპნტების იარიეშების შედეგად კუპიანსკში სახლი დაინგრა, კიდევ ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. იზიუმის რაიონის პროტოპოვკაში კი ტყეში 25 წლის კაცი ნაღმზე აფეთქდა. ამ დროისათვის ის ჰოსპიტალიზებულია, მისი მდგომარეობა საშუალოდ ფასდება, – წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში.