ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ამ ეტაპზე არ ეყოლება – ომბუდსმენის არჩევის პროცესი ჩავარდა

პარლამენტში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წარმოებულმა 3 თვიანმა კონსულტაციებმა შედეგი ვერ მოიტანა. – ქვეყანას ამ ეტაპზე სახალხო დამცველი არ ეყოლება.

ფორმალური კენჭისყრა პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა გუშინაც, რადგან ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება კვლავ ვერ შედგა.

ხელისუფლება და ოპოზიცია ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან.

,,ქართულმა ოცნებამ” სამწუხაროდ, მიზანმიმართულად გააკეთა ყველაფერი, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო და დღეს ქვეყანას არ ჰყავს ახალი, დამოუკიდებელი ომბუდსმენი.

თუმცა, სამომავლოდ, საგაზაფხულო სესიაზე, სხვა მეთოდით მოხდება შერჩევა, რომელიც არის რთული, მაგრამ იმედი მაქვს, ამ მიზანმიმართულად დაშვებული შეცდომის შემდეგ, რომელიც არის უარყოფა 12 პუნქტიდან ერთ-ერთის, ,,ქართული ოცნება” შეძლებს, რომ შეუთანხმოს ოპოზიციურ ძალებს კანდიდატს – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას სახალხო დამცველის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ულტიმატუმის ენით ესაუბრებოდა, ამიტომაც ვერ შედგა კონსესუსი.

მათ წამოაყენეს ულტიმატუმი და ამას ჰქვია ულტიმატუმი, სხვა არაფერი, როცა უბრალოდ არც უშვებ მოვლენების სხვაგვარად განვითარებას, გარდა საკუთარი მოთხოვნებისა, აი, ამ ულტიმატუმის მძევლები არიან.

რატომ არ აღმოჩნდა ეს პროცესი რეზულტატიანი, სამწუხაროდ, ამ პროცესში მთლიანად ბრალი მიუძღვის ოპოზიციას. აქ ვერც ვხედავ ხელისუფლების პასუხისმგებლობის რაიმე მიზეზს – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

გუშინ 2022 წლის საპარლამენტო სესიის ბოლო დღე იყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ საკანონმდებლო ორგანომ გარდა ომბუდსმენისა, ასევე ვერ აირჩია ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა და მის მოვალეობას ომბუდსმენის მოდგილე, გიორგი ბურჯანაძე, ასრულებს

იტვირთბა....