ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილის წამების უკან პუტინი დგას – სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამების უკან პუტინის კვალს ხედავს. ამის შესახებ მან CNN-თან ისაუბრა.

მასიმო დანჯელო პირდაპირ ამბობს, რომ პუტინი სააკაშვილს N 1 მტრად მიიჩნევს, რომელიც 2008 წელს ზუსტად იგივეს აკეთებდა, რასაც ზელენსკი ახლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად აკეთებს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პუტინი ამ ყველაფრის უკან დგას. ხალხს ავიწყდება, მაგრამ 2008 წელს პუტინმა საქართველოში გააკეთა ის, რასაც ახლა უკრაინაში აკეთებს. მოწმენდილ ცაზე ის შეიჭრა საქართველოში და რასაც პრეზიდენტი ზელენსკი დღეს აკეთებს, იგივე გაკეთა მაშინ სააკაშვილმაც, ადგა და იბძროლა. სწორედ ამიტომ, კრემლისთვის, განსაკუთრებით პუტინისთვის ის გახდა ნომერ პირველი მტერი. ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა ქვეყნის პროდასავლურობისთვის, იყო იმის საწინააღმდეგო რაც პუტინს უნდოდა. სააკაშვილს უნდოდა მსოფლიოსთვის ეცნობებინა, რასაც პუტინი აკეთებდა, რომ საბჭოთა რესპუბლიკები უკან დაებრუნებინა, – წერს მასიმო დანჯელო

იტვირთბა....