ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გერმანიის დაზვერვის სამსახურში რუსეთის ჯაშუში დააკავეს

გერმანიის გენერალური პროკურორი ახალ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, დააკავეს გერმანიის მოქალაქე, რომელიც ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ბრალდება.

“2022 წელს მან რუსეთის დაზვერვის სამსახურს გადასცა ინფორმაცია, რომელიც მოიპოვა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. შინაარსი არის სახელმწიფო საიდუმლოება სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლით”, – აღნიშნულია პროკურორის განცხადებაში.

ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია.

იტვირთბა....