მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.
“კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა მათი კოალიციის რამდენიმე წევრი დააკავეს.
გარდა დაკავებულებისა, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად დაშავებულია პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
“აქციაზე დააკავეს ჩვენი გუნდის წევრები: მანუჩარ ჩაჩანიძე, საბა სხვიტარიძე, რეზი დუმბაძე და დავით წოწორია
პოლიციელების მხრიდან ძალადობის შედეგად კი, ნიკა კვიტატიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი”