პოლიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს:
აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი ს ახალი ამბების დასტიდან:
სიტყვა საქმიანი – საქმე სიტყვიანი – აშშ-ს სენატმა დაამტკიცა აშშ-ს ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია უკრაინისთვის 44.8 მილიარდი დოლარის გამოყოფა! აქედან ნახევარი ფინანსური დახმარებაა, ხოლო ნახევარი – წმინდა სამხედრო დახმარება! პარასკევს დაგვირგვინდება ეს საქმე კონგრესში და წავა ხელმოწერაზე პრეზიდენტ ბაიდენთან! კიიიდო, სენატმა მხარი დაუჭირა ჩანაწერს, რომ რუსი სანქცირებული ოლიგარქების, სახელმწიფო და კერძო პირების ანგარიშებზე არსებული მილიარდები, აგრეთვე მათი ქონება მოხმარდება უკრაინის რეაბილიტაციას!
ამასობაში დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები ჩამოვიდნენ მომავალი წლისთვის 23 მილიარდ დოლარს წმინდა ფინანსური დახმარების სახით!
ასე რომ, ზელენსკი კარგი ამბებით დახუნძლული ბრუნდება სახლში. გზად გაჩერდა პოლონეთში და ჩაეხუტა თავის მეგობარ პოლონეთის პრეზიდენტ დუდას!
პუტლერი და მთელი მისი პროპაგანდისტული ხროვა კრუნჩხვებშია ზელენსკის აშშ-ში ისტორიული ვიზიტის შემხედვარე! თვითონ პუტლერმა, დიდი არაფერია ეს პეტრიოტები, ჩავაჩხაკუნებთ, რომ მოვა დროო! ერთი გაუმარსები ჩააჩხაკუნეთ, და მეორე პეტრიოტებს გაუჩენთ ნაკაწრს! თქვენი ნაჩხაკუნები არ გაიშვა!
პუტლერმა ბოლო ბოლო ყველა ომი მაინც მოლაპარაკებით მთავრდება და ჩვენც მოგვიწევს მაგიდასთან მისხდომაო! ბაიდენმა, თუ სერიოზულად არის განწყობილი მოლაპარაკებისთვის, მე პრობლემა არ მაქვსო! აბა ამ საქმეს მაკრონი როგორ გამოაკლდებოდა, ყველასთვის უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიებიო, ჩვენ და მოლდოვაც მიგვათვალა, მაგრამ ეს კრემლაფეთქებული რუსეთი მაინც არ დაავიწყდა! აი რავი რა, შობაა, მანუ დალიე რა, დალიე ვაახ! გავიდეს ურდო უკრაინიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, სირიიდან, აფრიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან, მერე გადასცეს კონტროლი ბირთვულ იარაღზე საერთაშორისო ატომურ სააგენტოს და დაახვიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოდან, გადაუხადონ კომპენსაციები უკრაინელებს და დაიწყოს საერთაშორისო სასამართლო ჩადენილი დანაშაულებისთვის და კი ბატონო, დაგიჭერენ უკრაინელები მხარს, რომ განიხილონ რუსეთისთვის გარანტიები! ბჯოს!
ფრონტის ხაზებზე კი მიდის პოზიციური ბრძოლები, მაგრამ კაი კაი ამბების თანხლებით: ბახმუტი ხო გაწმინდეს ჩვენებმა, ახლა მარიინკის ცენტრიდანაც გაყარეს ჩვენებმა! ავდეევკაზე გაშეშებულები არიან ურდოსები, ბელოჰირივკა და ოპიტნოე ისევ და ისევ ჩვენია! და ეს ურჩხულისშვილები კიდევ ამტკიცებენ, ჩვენი მიზანია დონეცკის და ლუჰანსკის გათვისუფლება და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაო! აჰაჰაა! ლუჰანსკში კრემენნას მიმართულებაზე რუკებზეც ჩანს, რომ ჩვენები წინ მიიწევენ და მიმდებარე სოფლებს ათავისუფლებენ! განა ვალაითებ ვითარებას, ჯერ კიდევ მაგარი ბაგაბუგი მიდის მთელ რკალზე, მარა აღარ შეუძლიათ მეტი! შეაკლეს ბახმუტს მოკლულ-დაჭრილებით 50-60 ათასი ამ ავსულებმა და ჩვენებმა მაინც კუდით ქვა ასროლინეს ბოლო დღეებში!
რა მაგის პასუხია და შიგ ურდოსტანში გრძელდება დივერსიული მუშაობა! ვინ სად რას წვავს, ზემოთ იციან, ამას კიდევ დაემატა, რომ სარკინიგზო მაგისტრალებზე, შიგ რუსეთში, გაიზარდა დივერსიების რაოდენობა!
მოსკოვში ტრაქტორით კაკალს ლეწავენ, ე ბუჯო ვქნათ რამე, გვენგრევა ჭერიო! ჭერი კი არ გენგრევათ რუსებო, კაი ანეკდოტი გამახსენდება ჭერზე და დედაზე! :))))))) მოიცა გარეკოს კიდევ რუბლიკებმა!
აი ვინ რჯიდა ბატუტისტ რაგოზინს ჯერ ნატო-ს ფორმა რო ჩაიცვა, მერე თავის ცოლიც რო ჩაუყვანია შეში-ბეშში თავის დღეობაზე! ორივემ დაარღვია უკრაინის კანონმდებლობა საზღვრის კვეთის შესახებ! ამიტომაც მიიღეს შეტყობინება მძიმე ფორმით! ცოლს ძლიერი კონტუზია აქვს, რაგოზინი დამძიმდა! დეტალებში არ შევალ!
და ბოლოს, პუტლერი დაიმუქრა, ორშაფათს ნავთობის ფასზე ზღვრის დაწესების გამო საპასუხო ზომებზე ბრძანებას მოვაწერ ხელსო! მიდი ჯიგარო, გოდოუკეტე ნავთობი დასავლეთს! მხოლოდ გამიხარდება! დაგრჩება ოხრად!
რა მაგის პასუხია და პიანი ძიმონა მედვედევი რად მიაგენეცეთ? ამოტოლა კაცი სი ძინპინთან წერილის წაღებაზე დაუსაქმებიათ! მთავარ წერილს მალე წაიღებთ ყველა ერთად და მანამდე ირბინოს ფოშტალიონად ძიმონებმა!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ გრუხუნით ჩამოინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!