რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც ცნობილია, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსს გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდებოდა.
ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.