რუსთავში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, შედეგად, დაშავდა ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა, ჯერ-ჯერობით, უცნობია.
შემთხვევა რუსთაველის 11 ნომერში მოხდა. არსებული ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია და მისი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
“მეტრონომი” დამატებით დეტალებს არკვევს.