ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დღეს და ხვალ უკრაინაზე მასობრივი შეტევა იგეგმება – რას აანონსებს დაზვერვა

დიდი ალბათობით, უკრაინაზე შემდეგი მასიური თავდასხმა 22 ან 23 დეკემბერს განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pravda ავრცელებს უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით.

არსებული ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ 67 რაკეტას გამოიყენებს, რომლის მოქმედების მანძილიც 500 კილომეტრი და მეტი იქნება. დაბომბვის მეორე დღეს, კი არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა დრონები გამოიყენოს.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, თავდასხმისთვის რუსები მინიმუმ ოთხ ისკანდერს, რვიდან 14-ამდე ტუ-95-ის ტიპის თვითმფრინავს, დაახლოებით სამ ნაღმმტყორცნს და სამ ტუ-22M3-ის ტიპის თვითმფრინავს გამოიყენებს.

გარდა ამისა, მოსალოდნელი თავდასხმების გამო, დროებით დაიკეტება ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის საზღვაო პორტი.

იტვირთბა....