ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დასამალი რა არის, ხაჭაპურიძემ დამირეკა” – სკანდალში გახვეული ექსპერტის პირველი ინტერვიუ

სკანდალში გახვეული ექსპერტის პირველი ინტერვიუ, ალექსანდრე გეჯაძე შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებებს პასუხობს.

„დასამალი არაფერი არ არის. შალვა ხაჭაპურიძემ დამირეკა რამდენიმე დღის წინ.
ღიმილისმომგვრელია მისი ეს ტერმინები. როცა მოვა ამის დრო, ყველაფერს ვიტყვი, ახლა კი კომენტარს არ გავაკეთებ.
დიდი ინფორმაცია მოგეცით „ტვ პირველს“. გარდა ამისა, კიდევ შემიძლია რაღაცებზე ვისაუბრო, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. მე ხომ არ ვარ საჯარო მოხელე, გთხოვთ ჩემი კერძო ოფისი დატოვოთ“. – თქვა გეჯაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დასკვნა შსს-ს მოთხოვნით გააყალბა.

იტვირთბა....