ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინო ლომჯარია მიშას, ვანოსა და ბაჩოს სახალხო დამცველი იყო – წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ნინო ლომჯარია მიშას, ვანოსა და ბაჩოს სახალხო დამცველი იყო.

წულუკიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ სჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც ორი ან სამი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი იქნება.

„ჩვენ ვადის ამოწურვის საფუძვლით, გავისტუმრეთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იყო მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სახალხო დამცველი. ეს იყო პრაქტიკულად მიშას, ვანოსა და ბაჩოს სახალხო დამცველი. ამდენი წელი ლომჯარია არავის მეტის სახალხო დამცველი არ ყოფილა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ის სახალხო დამცველი, რომელიც ნამდვილად არის ყველას სახალხო დამცველი, რომ მას არ მოერიდება დაიცვას საქართველოს სოფლებში მცხოვრებელი თითოეული მოქალაქის უფლებები. ვინც არ უნდა იყოს ის, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს. ასევე დასრულებული დიდი ქალაქებით და გაგრძელებული პატიმრებით. ჩვენ არ გვჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ორი ან სამი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსი პატიმრის უფლებების დამცველი. ჩვენ გვჭირდება სახალხო დამცველი, ვინც ყველას უფლებებს დაიცავს. ასეთი კანდიდატია მოსაძებნი. შესაბამისად, ის, ვისაც ოპოზიცია უჭერს მხარს, ზოგიერთი მათგანი არის მხარდაჭერილი, რადგან იმედი აქვთ, რომ მხოლოდ მათ უფლებებს დაიცავს. ჩვენ კი გვჭირდება სრულიად სხვა მასშტაბისა და სხვა მიდგომების კანდიდატი” – განაცხადა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

იტვირთბა....