“უწყვეტს პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზევე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება” – განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ნიკა მელიამ გააკეთა.
პროდასავლური ოპოზიციური ძალების ლიდერებმა განცხადება პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ბრძოლა ახალი არჩევნების მოპოვებისთვის გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი 17 ნოემბერს გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის – “დაიბრუნე ხმა” მონაწილეებიც.