“რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ცნობილია. მისივე ცნობით საქართველოში ევროკავშირის კომისიის “ტექნიკური მისია” ჩამოვა.
“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი. ქვეყანაში გაემგზავრება EEAS/ევროკავშირის კომისიის ოფიციალური პირების “ტექნიკური მისია”. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ODIHR ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სიტუაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის”. –წერს იოზვიაკი.
ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ერთ ერთი მთავარი თემა საქართველო იყო.
რა გადაწყვეტილება მიიღეს ლიდერებმა, დეტალურად დღის ბოლოს, ჯოზეფ ბორელის ბრიფინგიდან გახდება ცნობილი.