ზურაბიშვილის პოზიცია და სიტყვა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დღეს – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ძალიან მიშვნელოვანია ზურაბიშვილის პოზიცია. მან 22 დეკემბერს გასამართ სასამართლო პროცესზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი პოზიცია შემთხვევით არ არის. მინდა, მჯეროდეს, მას გაცნობიერებული აქვს თავისი როლი ამ პროცესში, მაშინ, როდესაც მსოფლიო თავისუფლებისთვის მებრძოლი მთავარი სიმბოლო, პრეზიდენტი ზელენსკი საუბრობს იმაზე, რაზეც ისაუბრა და თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, სააკაშვილი გადასცეს უკრაინას, ან აშშ-ს, ან სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოს. ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე და ამ ყველაფრის შემდეგ, ზურაბიშვილის სიტყვა, პოზიცია მეტ მნიშვნელობას იძენს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.