ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის მხრიდან სიმულაცია გამორიცხულია – ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციას გამორიცხავს. ერიკ დევიდ გოლდსმიტი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი საერთაშორისო ექსპერტებმა გამოიკვლიეს და ყველა დასკვნა იდენტურია. აღნიშნული განცხადება გოლდსმიტმა მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მოსამართლე გიორგი არევაძე დაინტერესდა, გამორიცხავს თუ არა ფსიქიატრი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სპეკულაციას.

გოლდსმიტმა პირდაპირ თქვა, რომსახეზეა მეხსიერების დაქვეითება და დაკარგვა, ეს კი მისი ნებით არ ხდება.

სააკაშვილს ნამდვილად სჭირს პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა. პირველ რიგში, ის უნდა გამოყვანილი იქნას ციხიდან. ყოველი შემდეგ დრო, რომელსაც ის ციხეში ატარებს, ამძიმებს მის მდგომარეობას – თქვა გოლდსმიტმა.

მედიკოსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა სწრაფად პროგრესირებადი დემენცია.

მისი თქმით, მძიმე მეტალებით მოწამლვამ გამოიწვია მეხსიერების ჩავარდნა, დააზიანა ტვინი და სხეულის ფუქციები.

იტვირთბა....