ახალი ამბები მთავარი საზოგადოება უკრაინის ომი

მთავარეპისკოპოსი ზენონი კიევში ჩავიდა

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე პირველი თავის რეზიდენციაში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსს, ზენონ იარაჯულს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ჩერნიგოვისა და ნიჟინის მთავარეპისკოპოსი ევსტრატი და არქიმანდრიტი კირიონი (ინასარიძე).

“მხარეებმა განიხილეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში არსებული ვითარება, კონფესიათაშორისი და სახელმწიფო-ეკლესიური ურთიერთობები უკრაინაში, რუსეთის მიერ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია და რიგი სხვა აქტუალური საკითხები. მთავარეპისკოპოსმა ზენონმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და პირადად მიტროპოლიტ ეპიფანეს და დაარწმუნა, რომ მუდმივად ილოცებს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას ვიზიტისთვის და მეგობრული ურთიერთობების გაგრძელების იმედი გამოთქვა.”,- ნათქვამია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებაში.

ცნობისთვის, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ გაათავისუფლეს. მისი გადაყენების გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სინოდალურმა კომისიამ გასულ თვეს მიიღო.

იტვირთბა....