რუსეთის ქალაქ მურმანსკში ავიამზიდს „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია RIA სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებამ თქვა, რომ ხანძარი გაჩნდა კრეისერ “ადმირალ კუზნეცოვზე” სარემონტო ქარხანაში იდგა.
“ხანძარი ლიკვიდირებულია. ყველა შესაბამისი სახანძრო სისტემა გამართულად მუშაობდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის”, – თქვა გემთმშენებლობის კორპორაციის ხელმძღვანელმა.