საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული“.
„ჩვენ კლინიკისგან პირდაპირ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან. ჩვენ ვნახეთ ეს კიდევაც, ეს არათანამშრომლობა, რას ნიშნავს, ის არ თანამშრომლობს კლინიკასთან, ჩვენ ვნახეთ რომ კლინიკის მიზნები და მიხეილ სააკაშვილის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა, კლინიკისა და სახელმწიფოს მიზნებია რომ ის იყოს ჯანმრთელად, სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.