პენიტენციური სამსახური “სიმულაციის დასადგენად” მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, კადრების გავრცელების შემდეგ – “გაჩნდა რიგი კითხვები, ხომ არ ვლინდება მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ქმედებებში სიმულაციის ნიშნები”
“აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებას. შესაბამისად მართებულად მიგვაჩნია, რომ სასამართლოდ სამედიცინო ექსპერტიზამ ჩაატაროს ექსპერტიზა სამივე დაწესებულებამ, მათ შორის ლევან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: არის თუ არა მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი დაავადებული მძიმე ავადმყოფობით”, – თქვა პენიტენციურის წარმომადგენლმა ნიკა აბრამიშვილმა.