მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დასკვნა შსს-ს მოთხოვნით გააყალბა.
ადვოკატის მტკიცებით, არსებობს ექსპერტის აღიარების აუდიო ჩანაწერიც. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თუ გეჯაძე მის სიტყვებს არ დაადასტურებს, ფარული აუდიო დღის სინათლეს იხილავს.
“ბატონ გეჯაძესთან მე არაერთხელ მქონდა შეხება. მე მსურდა, რომ ის ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით და ვატყობ, მომიწევს ამ ადამიანების მოწმედ მოყვანა, განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ დაურეკავენ და დადებს იმ დასკვნას, რასაც დაურეკავენ. ამიტომაც მითხრა, შალვა დიდი ბოდიში, მე შენ პატივს გცემ, წლებია ჩვენ ვთანამშრომლობთ, მე არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე ,,ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, რომ დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამიტომაც, ბატონი გეჯაძის ამ საქმეში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია. იმედია გეჯაძე საუბარს დაადასტურეს, თუ არადა მე მაქვს ამ დიალოგის ფარული ჩანაწერი. “, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.