დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემა დასანერგად.
„საჭიროა მეტროსადგურების ადაპტაცია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა. ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. მინდა,კიდევ ერთხელ დავავალო შესაბამის სამსახურს და მაქსიმალურად დაჩქარდეს ხმოვანი სისტემების დანერგვის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა გზაზე ქვეითთა გადასვლის დროს ხმოვანი შუქნიშნის ამოქმედების შესახებ.
როგორც კალაძემ განმარტა, შუქნიშნის ხმოვნები განკუთვნილია იმისათვის, რომ უსინათლო ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ ეს მთელ მსოფლიოში ადაპტირებულია.
„მაქვს ინფორმაცია, რომ შუქნიშნის ხმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, პრეტენზიებს გამოთქვამენ. მინდა, ყველამ გაითვალისწინოს, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილია. მათი უფლებაა თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. საბჭოზე ვიმსჯელეთ, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც გულისხმობს დღისა და ღამის საათებში ხმის რეგულირებას“,- განაცხადა თბილისის მერმა.