მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს უპასუხა.
გიული ალასანია “TV პირველთან” ამბობს, რომ მალხაზ ურთქმელიძე არა ტოქსიკოლოგი, არამედ თერაპევტია.
„ბატონი ურთმელიძე ტოქსიკოლოგია?! – თერაპევტია. ჩვენ გვაქვს ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნა, იქ კი სრულიად სხვა შედეგია. ვფიქრობ, რომ ამერიკელი ტოქსიკოლოგი ამ სფეროში უფრო პროფესიონალია, ვიდრე ბატონი ურთმელიძე” , – განაცხადა ალასნიამ.
შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 31 მაისს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ყველა მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში.