22 თებერვალს 12 საათზე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში”, გაზეთი The FINANCIAL მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას უპასპინძლებს. ღონისძიებაზე კომპანიები მედიის წარმომადგენლებს, წარუდგენენ ანგარიშს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. კომპანიების ლიდერებმა პასუხი უნდა გასცენ მთავარ შეკითხვას: რა სარგებელს უქმნიან ისინი სოციუმს, რომელშიც მუშაობენ.
პრეზენტაციების მიზანია ბიზნესში, სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, ასევე მედიის წარმომადგენელთა და მთლიანად საზოგადოებაში ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობადობის ამაღლება.
CSR ანუ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიისთვის, საზოგადოებისა და გარემოსთვის სასარგებლო საქმიანობას გულისხმობს. CSR არ არის ქველმოქმედება. ეს საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულებაა. CSR მსოფლიოს წამყვანი კორპორაციების სტრატეგიის ნაწილია, რადგან მიჩნეულია, რომ ის ბიზნესის და საზოგადოების მდგრადი განვითარების, ასევე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის და ფინანსური განვითარების მექანიზმია.
ევროკომისია ავალდებულებს მსხვილ კორპორაციებს, 500-ზე მეტი თანამშრომლით,
გაასაჯაროონ ბუნებაზე და სოციალურ გარემოზე გავლენის შესახებ ინფორმაცია. ასეთ კომპანიათა რიცხვში შედიან ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ნავთობ-კომპანიები, სამშენებლო კომპანიები და სხვა.
სამწუხაროდ, საქართველოში წამყვანი კომპანიების დიდი ნაწილი, მათ შორის ისინი, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ გარემოს, არ მისდევენ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტებს: არ ახორციელებენ გარემოზე ზეგავლენის მონიტორინგს და არ ასაჯაროვებენ მიყენებულ ზიანს.
თუმცა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია საჭიროს გახდის CSR – პრაქტიკაში რეალიზებას.
ფორუმი: CSR: ბიზნესის ანგარიში მედიას, თავს უყრის ისეთ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის და მოწოდებულნი არიან განახორციელონ აუცილებელი ცვლილებები.
გამომსვლელთა შორის არიან:
– ზვიად ფოჩხუა, დირექტორი, ინტელიჯენს გრუპ
– მალხაზ ძაძუა, აღმასრულებელი დირექტორი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრისტალი
– რონი სოლბერგ, აღმასრულებელი დირექტორი, აჭარის წყალი
– ენდრიუ კოქშალი, მმართველი პარტნიორი, KPMG
– ქეთევან ვაშაკიძე, დირექტორი, ევროპის ფონდი
– გია ბარკალაია, ვიცე-პრეზიდენტი, ვი-თი-ბი ბანკი საქართველო
– ანა სხილაძე, კომუნიკაციების სპეციალისტი, ჯაპან ტობაკო კავკასია
– ელენე ზამთარაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პროგრეს ბანკი
– ნანიკო შონია, მარკეტინგის მენეჯერი – სადაზღვევო კომპანია ირაო
– ქეთი ყარაულაშვილი, მენეჯერი, PricewaterhouseCoopers Georgia
– ლალი ბრეგვაძე, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ავერსი
– მარგო ჟიზნევსკაია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა
მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ჩაწერონ ინტერვიუები სტუმრებთან.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 741 700 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: markting@finchannel.com | marketing@financial.ge
გაეროს გლობალ კომპაქტის ათი პრინციპი:
ადამიანის უფლებები
- ბიზნესი უნდა ეხმარებოდეს და პატივს სცემდეს ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს;
- ბიზნესი არ უნდა იყოს ადამიანთა უფლებების შემლახველ საქმიანობაში გარეული;
დასაქმება
- ბიზნესი უნდა ეხმარებოდეს ასოციაციების ჩამოყალიბებას და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას;
- ბიზნესმა არ უნდა დაუშვას მუშა ხელის იძულებითი დასაქმება და ექსპლუატაცია;
- ბიზნესმა არ უნდა დაუშვას ბავშვთა მუშახელად გამოყენება;
- ბიზნესმა უნდა აღკვეთოს დასაქმებისას და თანამდებობების განაწილებისას დისკრიმინაცია;
გარემო
- ბიზნესი უნდა მონაწილეობდეს გარემოს დაცვაში;
- ბიზნესმა უნდა განახორციელოს ინიციატივები, რომლებიც ემსახურებიან გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას;
- ბიზნესმა ხელი უნდა შეუწყოს გარემოსთვის მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვას;
ანტიკორუფცია
- ბიზნესმა უნდა იმუშაოს ნებისმიერი სახის კორუფციის წინააღმდეგ, მათ შორის გამოძალვის;