ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას – მალხაზ ურთქმელიძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 31 მაისს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ყველა მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში.

„მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით და ჩვენ მიერ დაზუსტებული მონაცემებით, არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ“, − განაცხადა ურთქმელიძემ.

მისივე თქმით, „MAYO CLINIC“ ლაბორატორიის პარამეტრების თანახმად, რომელიც წამყვან ლაბორატორიად ითვლება, მსჯავრდებულის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ვერცხლისწყლის დასაშვები ნორმა. ეს ზუსტად კვლევის ის მეთოდია, როგორც აწარმოვეს ამერიკულ ლაბორატორიაში.

იტვირთბა....