აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი მიხეილ სააკაშვილის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, როგორც ამას დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტები გვირჩევენ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.