ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამასობაში ჩვენმა ზელემ სულ მთლად გადარია! “ – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი

პოლიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„ვლადიმერ პუტინმა გუშინ კრემლში დააჯილდოვა ტელევიზიების სხვადასხვა გადაცემების წამყვანები, სამხედრო კორესპონდენტები და ლუჰანსკის და დონეცკის ოლქების დე ფაქტო ხელმძღვანელები” – ასე გადმოსცემდა ალბათ ამ ამბავს ხელისუფლებისადმი ლოიალური მედია!
ჩემებურად კი ასე ითარგმნება: უმაგრესი უკრაინის უმაგრესი პრეზიდენტი ვოლოდიმორ ზელენსკი ჩავიდა ყველაზე ყველაზე ცხელ წერტილში ფრონტის ხაზზე – ბახმუტში, შეხვდა კბილებამდე იარაღასხმულ ჩვენს გმირ მეომრებს, ესაუბრა მათ და დააჯილდოვა ისინი გმირობისა და სამშობლოსთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის! ამასობაში, პუტლერ პუილო საიდუმლო ჩემოდან გავსებული შეხვდა თავის მონა პროპაგანძილებს და გამყიდველ გაულიატერებს და დაკიდა ყელზე ჩინ მენდლები! მარგო ბაბომ მთლად ჰარკორი მოუწყო, ჩემო მხეცო, ჩემო გმირო, ჩემო ყველაზე ყველაზე ჩმოოო. მერე რო დაიდო ზელეს ფოტოები და ვიდეობი, ატყდა პანიკა და წამოვიდა პუტუმიცინის გაპრავება, ჩვენი მთავარსარდალი 3 დღის წინ იყოო. ულვაშა ფე(ს)კ(ალ)ოვმა, კიო ნაღდიაო. ამ დროს, რასტოვებში ყოფილა პუტუმიცინი და იწ შეხვედრია ღენერლებს!
იქიდან მითამ შოიგუ ფრონტის წინა ხაზზე ჩასულა და დაუთვალიერებია ჯერ ვერტმფრენიდან, მერე ადგილზე მეთაურებს შეხვედრია! 75 კილომეტრის დაშორებაზე ფრონტის ხაზიდან, არმიანსკში ჩასულა მეჯოგე შოიგუ!
მაგათ ორივეს გადაუჯოკრა პუტუმიცინის პოვარმა პრიგოჟინმა! ფრონტის ხაზზე ნაღდად დაიხატა და ვიდეოც ჩაწერა, მე ვებრძვი ზელესო და თუ რამეა მე დაველაპარაკებიო! აჰაჰაჰჰა! უფ, ისე კარგად მიდის რაღაცეები! დაიცა, ტიკტოკერი ამოიქოქოს ბოლომდე! ისე დაჭამენ ერთმანეთს, რომ პუტუმიცინისგან არც პუტუ დარჩება და არც მიცინი!
მერე პუტუმიცინი კი იცით რომ ლუკაშიესთან დარჩა ღამის გასათევად მინსკში! მგონია, იმანაც უგანა და მაინც არ მისცა, ის რაც პუტუმიცინს უნდოდა!
ამასობაში ჩვენმა ზელემ სულ მთლად გადარია! ბახმუტიდან ვაშინგტონამდე რავარი გასაგაზია! დაააწვა! მესამე დღეს პირველად გავიდა ქვეყნიდან და ისიც სად, ვაშინგტონში! თეთრ სახლში და კონგრესში უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა გაძლიერებული! ზელენსკი ამერიკის კინგრესის და სენატის გაერთიანებულ სხდომას მიმართავს, პუტუმიცინი კი თავის საკუთარ მონა სახელმწიფო სათათბიროს ვერ მიმართავს!
ზელე თეთრ სახლში ბაიდენს შეხვდება, პუტუმიცინს კი გაფართოებული კოლეგიის სხდომა ალბათ ონლაინ ექნება!
მგონია, რომ პეტრიოტების გარეშე წინასაშობაოდ ამხელა გზაზე ჩასულ ზელეს ძია ჯო ბაიდენი არ გამოუშვებს! სხვა რაღაცეებითაც დააჯილდოვებს! თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა დაგვტროლა, ყოველ თვე ბევრი სამხედრო შეიარღების საჩუქარი გვექნებაო!
აი ფრანგები ჯიგრები. აი ეს მომწონს! უკვე გადასცეს ჩვენებს ჰსთ სისტემები “Crotale”, რომელიც ირანულ მოპწდ შახიდ დრონებს მოაშთობს უკრაინის ცაში! კიიიდო გადასცეს არტილერიის ღმერთად შერაცხული თვითმავალი არტილერიური სისტემა “ცეზარი”! მერსი მანიუ ჯან, მერსი! ფრონტის ხაზებზე ძირითადად პოზიციური ბრძოლებია! ისევ ყველაზე მაგრა ცხელა ბახმუტში! ავდეევკაში ურდო გაქვავდა, მარიინკის ცენტრისთვის მაგრა იბრძვის, ოპიტნოე და ბელოჰირივკაში დედა შვილს არ აიყვანს, მაგრამ ჩვენები დგანან მაგრა!
კრემენნასთან მიიწევენ ჩვენები, სულ ახლოს და ახლოს, მაგრა და მაგრა! სვატოვესთვის პოზიციური ბრძოლებია!
ასე ჰამბობენ, ზაპოროჟიეში ურდოს დანაყოფები ნელ-ნელა ტოკმაკიდან მელიტოპოლისკენ გაყავსო! ოხ როგორ ეშინიათ ამ მელიტოპოლის დაკარგვა! სწორადაც! მაინც მოუწევთ “კეთილი ნების” დემონსტრირება და აჩუ მელიტოპოლიდან! მერე გინდა დრაკონის კბილები დააწყონ ყირიმის სანაპიროზე და გინდა ბებია იაგოს ღრძილები! აღარაფერი უშველით!
მართლა რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკსა და ბელგოროდში სარკინიგზო კომუნიკაციები და ენერგოსისტემა დაიბუგა რატომღაც!
ბელარუსში ჩვენების საზღვართან ახლოს შეინიშნება ტანკების და მძიმე ტანკების გადაადგილება, მარა მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ შეტევის მაგინეფს აფერი აცხია!
ბოლოს “სანქციები არ მუშაობს” სერიიდან:
რაც რუსულ ნავთობზე დაწესდა ფასის ზედა ზღვარი, 2 კვირაში ტანკერებით გადაზიდვა შემცირდა 54%-ით, ანუ 1.68 მილიონი ბარელი დღეში დარჩა ოხრად! ჯამურად ნავთობსადენ/ტანკერებით შემცირდა 10%-ით! ურდოში მოელიან, რომ ეს რიცხვი მომავალ წელს გაიზრდება! რუბლიც გაუფასურებულააა! ვისაც კიდევ გიყვართ პუტუმიცინი, გირჩევთ დაივიწყოთ, ჩელიბინსკებში ცივა, მოსკოვებში რაღაც-რაღაცეები აღარ ამ ძალიან ძვირად იშოვება!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ მალე და დიდი გრუხუნით ჩამოინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს! “

იტვირთბა....