რუსეთში, ჩუვაშეთის ოლქში გაზსადენი მილი აფეთქდა, – ამის ამსახველი ვიდეოკადრები რუსულ ტელეგრამ ჯგუფებში ვრცელდება.
როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს გაჩნდა.
ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ცნობები მსხვერპლთან დაკავშირებით.
აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. მათი განცხადებით, მილი მთავარი გაზსადენი იყო ჩუვაშეთის ოლქის ორ სოფელს შორის, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქდა.