მედიის ინფორმაციით, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი 5 ივლისის მოვლენების მონაწილეა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრზე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.
სოსო სირაბიძე საგამოძიებო სამსახურში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს.
მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
სირაბიძე გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში, კამერების წინ, თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათზე მეტი დასჭირდათ, რომ მოძალადე პირის იდენტიფიცირება მოეხდინათ და დაეკავებინათ.