მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში იწვა და თვალები დახუჭული ჰქონდა. მისი თქმით, პაციენტი მხოლოდ ზეთისცხების იმედად არ უნდა იყოს და მან მკურნალობა უნდა გააგრძელოს.
“მე ხმამაღლა ვამბობ ჩემს პირად სურვილს. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში და ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვსაც და მთლიანად წავუსვი ზეთი მთელს სხეულზე. მე დიდი იმედი მაქვს, ეს ზეთი კურნავს ადამიანს, მაგრამ მთლიანადა ამის იმედზეც არ უნდა ვიყოთ და ადამიანმა უნდა იმკურნალოს.
ძალიან გამხდარია, უფრო მეტად კიდე გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვეღარ წარმომიდგენია” – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.