„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვასთან დაკავშირებულ ქართველი პოლიკიტოსების შეფასესებს გამოეხმაურა.
ვაშაძემ უპასუხა ალეკო ელისაშვილის განცხადება და აღნიშნა, რომ ზელენსკის მიერ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისაკენ მოწოდება ვერ იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა.
ამასთანავე, გიორგი ვაშაძემ უკრაინის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
„წარმოიდგინეთ, იმ დროს, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთი აგრძელებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რამდენად რთულია სააკაშვილზე კონცენტრაცია, მაგრამ მადლობას ვუხდი ზელენსკის, რომ ამ თემაზე განცხადება გააკეთა. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე ეს თემა უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით“ , – განაცხადა მან.