გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. ის ბათუმში მცხოვრები იოსებ სირაბიძეა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სირაბიძე პოლიციის განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. მან ჟურნალისტების შეკითხვებს – ვის დავალებას ასრულებდა, როცა კირთაძეს თავს დაესხა, პასუხი არ გასცა.
შეგახსენებთ, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს აჭარაში, თავს გუშინ, 19 დეკემბერს, პირდაპირი ჩართვისას დაესხნენ თავს და კვერცხები ესროლეს. მიუხედავად იმისა რომ თავდამსხმელი კადრებში კარგად ჩანს, სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან თითქმის 24 საათის შემდეგ დააკავეს.