ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კბილები ჰქონდა ჩალეწილი” – 19 წლის ბიჭის დედა შვილს პოლიციის მსხვერპლად მიიჩნევს

ნიკა ოსაძის ოჯახში მყოფი სამართალდამცველები, რომლებიც სავარაუდო მსხვერპლის დედას ჰკითხავდნენ, ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, სახლიდან გაიქცნენ.

ერთ-ერთი გამომძიებელი სახის დაფარვას ცდილობდა, რათა ჟურნალისტების მისი სახე არ გადაეღოთ.

ფაქტი ნიკა ოსაძის დედამ გააპროტესტა და პოლიციელებს განმარტებების გაკეთება მოსთხოვა.

“ჩემს შვილს აქვს დანაშაული ჩადენილი, ქურდობაზეა ნასამართლევი და ახლა პირობითს იხდის და რამე რომ ფუჭდება, უკვე ჩემი შვილი არის პოლიციის ზემოქმედების ქვეშ, სცემენ, აგინებენ, ლეწავენ ძვლებში. რომ მივედი პოლიციის განყოფილებაში ღამით, ჩემ შვილს კბილები ჩალეწილი ჰქონდა, ნაცემი იყო სასტიკად”, – ამბობს ნინო ლურსმანაშვილი.

ცნობისთვის, 19 წლის ახალგაზრდა პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ფაქტი შიდა ქართლში, დაბა აგარაში მოხდა.

ნიკა ოსაძე ამბობს, რომ 17 დეკემბრის ღამეს, ფეხით გადაადგილდებოდა დაბაში, როდესაც აგარის პოლიციის ხელმძღვანელმა, სოსო გელაშვილმა გააჩერა, ავტომობილში იძულებით ჩასვა და პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგ, სხვა სამართალდამცველებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდა.

იტვირთბა....