ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, საქართველოს არ შეეფერება, ეს უნდა შეწყდეს – ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

“მინდა ახლა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და კეთილსინდისიერ ადამიანს საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალბათ, ახლა ყველა ხედავს. ამიტომ მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას – აუცილებელია გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის წინ. რაც ახლა მიხეილის თავს ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეწყდეს.

გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს მის სიცოცხლეს- გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში, ამერიკაში. დროა, გადაიდგას ეს კარგი ნაბიჯი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....