18 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში, სასახლის მოედანზე დამონტაჟებულ ინსტალაციაზე – გულები წარწერებით „პეტერბურგი“ და „მარიუპოლი“, ახალი მინაწერი გამოჩნდა „მკვლელებო, თქვენ დაბომბეთ იგი, იუდები“.
BBC ტელეგრამის არხში გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით, წერს, რომ ფრაზა დაწერა 17 წლის სკოლის მოსწავლემ. მათივე ინფორმაციით, მეთერთმეტეკლასელი სასახლის მოედანზე დააკავეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსწავლე კარგად სწავლობს, მონაწილეობს ოლიმპიადებში მათემატიკასა და ინფორმატიკაში.
მანამდე, რუსული მედია – mk.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ 17 წლის გოგოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაზე და პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
კრემლისთვის მიუღებელი წარწერის შემდეგ, ინსტალაცია დაიშალა. მოსალოდნელია, რომ “მოწესრიგდება” და მოედანზე დააბრუნებენ.