“რა თქმა უნდა, აქციაზე ვიქნები, ბრძოლა გრძელდება” – ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა თავისუფალია.
“განსაკუთრებული მიზეზი ამათ არ სჭირდებათ რომ დაგიჭირონ, როცა აქციაზე ხარ. შეშინების მცდელობა არის, მაგრამ ამით ვერავის შეაშინებენ, რა თქმა უნდა. […] რა თქმა უნდა, აქციაზე ვიქნები, ბრძოლა გრძელდება” – ამბობს ლიფონავა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლიფონავა პოლიციამ 16 ნოემბერს, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა.