ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში – ნიკა მელია ბათუმში მომხდარ თავდასხმაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ბათუმში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ლიდერს, გიორგი კირთაძეს ინტერვიუს მიცემის დროს თავს დაესხნენ.

„მორიგი პროვოკაცია
ბათუმში
სრულიად ამაზრზენი და წარმოუდგენელია, რაც ვნახეთ პირდაპირ ეთერში – გიორგი კირთაძის ჩართვისას.
გიორგი კირთაძე არის ახალი ტიპის ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ბოლო არჩევნებში ბათუმში დაამარცხა „ქართული ოცნება“. გიორგი სარგებლობს დიდი მხარდაჭერით და საზოგადოებაში მის მიმართ არანაირი აგრესია არ არსებობს, ობიექტურად მის მიმართ ვერავის ექნება ვერანაირი წყენა ან შუღლი.
ბედავენ და ასეთ ადამიანს უსაფრდებიან ქალაქის ცენტრში და უშენენ კვერცხებს, მაშინ როდესაც რატი ბრეგაძე მშვიდად დგას და გამოცხადებული სიკვიდილის ქრონიკას გვიკითხავს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან.
სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო და სწორედ ეს არის სასწრაფოდ დასასრულებელი! “

იტვირთბა....