ჯანდაცვა

საკვები: ალკოჰოლზე, ნიკოტინზე უარესი და სიცოცხლისთვის საშიში

სიკვდილიანობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი არც ალკოჰოლზე და არც ნიკოტინზე არ მოდის. ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, საკვები ყველაზე ხშირად იწვევს სიკვდილს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independet წერს.

კვლევამ აჩვენა, რომ არაჯანსაღი კვება პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანების გარდაცვალებასთან. თუ თქვენს რაციონში ბოსტნეული და ხილი მცირე რაოდენობითაა და ის ჩანაცვლებულია დიდი რაოდენობის შაქრითა და ხორცით გაჯერებული საკვებით, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის ეს უფრო საზიანოა, ვიდრე მოწევა ან ალკოჰოლი.

ე.წ ფასთ-ფუდის ხშირი მოხმარება ადრეულ ასაკში გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება. სწრაფი კვების პროდუქტებში განსაკუთრებით მაღალია შაქრისა და წითელი ხორცის შემცველობა, ეს უკანასკნელი კი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა.

კვლევა 108 ქვეყანაში ჩატარდა, რომელიც მოიცავდა პერიოდს 1990 წლიდან 2013 წლამდე. მეცნიერულმა კვლევამ დაადგინა, რომ საკვები უფრო ხშირად ხდება სიკვდილის მიზეზი ვიდრე სხვა გარემოებები.

თუმცა, ქვეყნებს შორის სიკვდილიანობის მიზეზები განსხვავდება. განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს სხვადასხვა სახის პრობლემები აწუხებთ.

მაგალითად, ინდოეთსა და სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიაში ჰაერის დაბინძურება ადამიანთა გარდაცვალების მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება.

განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის შემოსავალი მაღალია, მწეველების რიცხვიც მაღალია. თუმცა, მეცნიერები სწრაფი კვების მოხმარების გაზრდის მაშტაბები აფიქრებთ.

იტვირთბა....