ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა გახდა 2007 წელს, სააკაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირების მიზეზი?!

გამოცემა „ალიამ“ გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირების მიზეზზე.

„ალიას“ ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას წყარომ მიაწოდა.

„მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირების მრავალი მიზეზი გაგვიგია. ზოგი ამბობს, რომ სააკაშვილმა მას ერთი მილიარდი დოლარი მოსთხოვა, ივანიშვილმა არ მისცა და ამის გამო იჩხუბეს და დაშორდნენ ერთმანეთს. სხვა ვერსიებიც არსებობს. თავად ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილს არ აპატია 7 ნოემბერი, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შევარდნა და ჟურნალისტების ცემა–ტყეპა. თქვა, რომ ამის შემდეგ დაიწყო სააკაშვილთან დისტანცირება. 7 ნოემბერს დაურეკა, საყვედური უთხრა ხალხის დარბევის გამო და შეწყვიტა მასთან, მის გარემოცვასთან ყველანაირი ურთიერთობა. ივანიშვილმა ამით გვითხრა, რომ ის არ დადგა ძალადობის გვერდით, მას გაეიმიჯნა და დადგა ქართველი ხალხისა და დემოკრატიის გვერდით. ამ და სხვა ვერსიებისა სჯერა ხალხს, მაგრამ არც ერთი არ გახლავთ სიმართლე. მე ექსკლუზიურად გეტყვით, რა გახდა მიხეილ სააკაშვილთან დაშორების რეალური მიზეზი, რატომ განუდგა მილიარდელი „ნაცმოძრაობას“, რომელსაც წლების მანძილზე აფინანსებდა და ყველანაირად პატრონობდა. აქ მთავარი ფაქტორი ბადრი პატარკაციშვილი იყო. რეალური მიზეზი მათი დაშორებისა ბადრი გახლდათ. ბიძინა ივანიშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს ისედაც არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, რუსეთიდან მოყოლებული.

7 ნოემბრის აქციების სათავეში ბადრი პატარკაციშვილი იდგა, ის აფინანსებდა მაშინდელელ ოპოზიციას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ოპოზიციის გაერთიანებაც კი შეძლო, რაც მანამდე ვერა და ვერ მოხერხდა. პატარკაციშვილს და ოპოზიციას უპირისპირდებოდნენ სააკაშვილი და ივანიშვილი, მიშას ბიძინა უმაგრებდა ზურგს ფინანსურად. 7 ნოემბრის აქცია დაარბიეს, ხალხი სასტიკად სცემეს. შემდეგ სპეცრაზმი შევარდა პატარკაციშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „იმედში“, სცემა და ტყეში დასდევდა ჟურნალისტებს, გათიშეს `იმედი“. ამას მოჰყვა მისი და მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერების წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით საქმის აღძვრა, ბადრის დაუყადაღეს საბანკო ანგარიშები, „კორ–სტანდარტ–ბანკი“, სხვა ბიზნეს ობიექტებიც დაუყადაღეს საქართველოში. მოკლედ, სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ფინანსური ნაკადი გადაეჭრა ბადრი პატარკაციშვილისთვის და შეენარჩუნებინა ხელისუფლება. უფულოდ დარჩენილი პატარკაციშვილი და ოპოზიცია, ცხადია, ვერაფერს გააწყობენ მასთან, მით უმეტეს, რომ ივანიშვილი მზად იყო, კიდევ ბევრი მილიონი დაეხარჯა სააკაშვილის რეჟიმის შესანარჩუნებლად.

მოკლედ, სააკაშვილი და ივანიშვილი ერთად ცდილობდნენ ბადრი პატარკაციშვილის გაჭყლეტას, რომელიც ამავდროულად, რუსეთის შს სამინისტროს მიერ იძებნებოდა. მიუხედავად ამისა, ბადრი პატარკაციშვილს, ძებნილს, ლონდონში უძრავი ქონების შეძენის უფლება და ვიზა მისცა ბრიტანეთის ხელისუფლებამ, ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდებოდა და რამდენჯერმე იყო ისრაელში. ბადრი პატარკაციშვილი, ქართველი ებრაელი, ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ერთ–ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი იყო, აფინანსებდა სხვა და სხვა ებრაულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ებრაელთა სათვისტომოებს არაერთ ქვეყანაში. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის ხელისუფლებასთან, მეგობრობდა ამერიკაში ებრაელთა სათვისტომოს მესვეურებთან, რომელთაც ამერიკის პოლიტიკაზე უდიდესი გავლენა ჰქონდათ და დღესაც აქვთ. ევროპის გავლენიანი ქვეყნების ებრაული თემების ხელმძღვანელებთანაც მეგობრობდა, რომლებსაც ამ ქვეყნების ხელისუფლებებზე ჰქონდათ სოლიდური გავლენა. აღარაფერს ვამბობ ებრაელ მილიარდელებზე, ძალიან გავლენიან ბიზნესმენებზე, რომლებიც მსოფლიო ბიზნესის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო საბანკო ბიზნესის 70% ებრაელთა ხელშია.

ბადრი პატარკაციშვილი და ოპოზიციის ლიდერები რომ შეავიწროვა და დაჭერა მოუნდომა სააკაშვილმა, მაშინ ბადრიმ დახმარებისთვის მიმართა მსოფლიოს ებრაულ საზოგადოებას, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, იმ ხალხს და ორგანიზაციებს და სხვებსაც. გარკვევით უთხრა მათ, რომ მას მხოლოდ სააკაშვილი არ ებრძოდა, ებრძოდა ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფულიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა სააკაშვილთან ბრძოლაში. სთხოვა მათ, რომ დაეოკებინათ, გაეჩერებინათ ივანიშვილი, დაეცვათ მისგან, მის მიერ დაფინანსებული ძალოვანი სტრუქტურებისგან, რომლებიც არჩადენილი დანაშულისთვის სდევნიდნენ. პატარკაციშვილის ეს მესიჯი მსოფლიოს ებრაულმა საზოგადოებამ ისე გაიგო, როგორც უნდა გაეგოთ. ებრაელები ებრაელს არავის დააჩაგვრინებენ. ასეც მოხდა. ბიძინა ივანიშვილს დაეკონტაქტნენ მსხვილი ებრაელი ბიზნესმენები და გარკვევით უთხრეს, რომ თუ თავს არ დაანებებდა მიხეილ სააკაშვილის დაფინანსებას ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, მას ბიზნესს დაუნგრევდნენ, უბრალოდ, გააკოტრებდნენ, როგორც არაერთისთვის გაუკეთებიათ ეს. ივანიშვილს დაუპირისპირდნენ მისივე პარტნიორი ბიზნესმენები, რომელთან ერთადაც რუსეთში და ევროპაში, საერთო ბიზნესები ჰქონდა არაერთი წელი. ერთად აკეთებდნენ ბიზნესს. მათ უთხრეს, რომ სასწარაფოდ გაყიდდნენ თავიანთ წილებს და მიატოვებდნენ. რამდენიმე მსხვილმა ევროპულმა და ამერიკულმა ბანკმა მიანიშნა ივანიშვილს, რომ მის ბიზნესებს აღარ დააკრედიტებდნენ, თუ ბადრი პატარკაციშვილთან ბრძოლას გააგრძელებდა.

აქვე დავძენ, რომ ბიზნესმენებისნაირად აშკარად და ღიად არა, მაგრამ ივანიშვილისთვის გასაგებად, რამდენიმე გავლენიანმა პოლიტიკოსმა ევროპიდან და ამერიკიდან უსაყვედურა ივანიშვილს პატარკაციშვილის დევნის გამო და მოსთხოვეს, ეს, მისთვის დამღუპველი მოქმედება შეეწყვიტა. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი თუ სააკაშვილს კიდევ დააფინანსებდა, მასთან მოკავშირეობას თუ არ შეწყვეტდა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, დიდ შარში გაეხვეოდა. გაკოტრდებოდა და შესაძლოა, უარესიც დამართნოდა. ივანიშვილი დაეჯახა ძალას, რომელიც მას გასრესდა, თუ ამ ძალის მოთხოვნას არ შეასრულებდა. აი, ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად, რომ თავადაც არასდროს მოსწონდა პატარკაციშვილი. შეწყვიტა კონტაქტი სააკაშვილთან, შეწყვიტა მისი ხელისუფლების დაფინანსება. ეს გააკეთა იძულებით, საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად და არა იმის გამო, რომ არ დადგა ძალადობის მხარეს და დადგა დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარეს. მას დემოკრატია და ქართველი ხალხი რამდენად აინტერესებს, დღეს ჩინებულად ვხედავთ. აი, ეს გახლავთ რეალური სიმართლე ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობის გაფუჭებისა“ .

იტვირთბა....