ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბათუმში პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარის დროს განცხადება გააკეთა:
“მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული უსამართლობა აღიკვეთოს და საზოგადოების დიდი ნაწილი კოორდინირებული იყოს. ეს კოორდინაცია გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის საბოლოოდ შეთანხმება უნდა მოხდეს – ჩვენ ვაპირებთ ისტორიული უსამართლობა აღვკვეთოთ, პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობა, თუ ვაპირებთ ხელის შევუწყოთ ამ პროცესს. ვგრძნობ, ვხედავ, საზოგადოება იქნება ერთიანი, როგორც არასდროს და არ დაუშვებს იმ მომაკვდინებელ ტრაგიკულ შეცდომას მეორეჯერ, რაც 1994 წლის 31 დეკემბერს უბედურების სახით საქართველოს თავს დაატყდა, მხედველობაში მაქვს ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. მთელი ათწლეული სახელმწიფო არათუ არ განვითარდა, არამედ რეგრესი განიცადა. ამ მძიმე ტრაგედიის დაშვების უფლება არ გვაქვს,” – აცხადებს მელია