ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაბუტული იყო და სპეცრაზმი არ გაიყვანა… კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახდა”- ირაკლი შაიშმელაშვილი

“გაზაფხულის აქციებზე გდდ-ის შეფი ხელმძღვანელობაზე გაბრაზებული იყო და სპეცრაზმი არ გაიყვანა”- ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა.

როგორც შაიშმელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ხელმძღვანელბაზე იყო გაბუტული და კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახდა“.

მისივე თქმით, ის ან გომელაურს, ან სოსო ჭელიძეს გაებუტა, რადგან სავარაუდოდ, მათ დატუქსეს.

“სადაც ხარაზიშვილი ჩნდება, იქ თვითონ გასცემს ბრძანებებს, ეგ არც ვაჟა სირაძეს და არც კუპატაძეს და არც თამაზაშვილს პატივს არ სცემს და ბევრჯერ მოუხსენებია უშვერი სიტყვებით. გაზაფხულის აქციებზე, ახალგაზრდებს რომ სცემა, ეტყობა უსაყვედურეს და გაბუტული იყო, სამი თუ ოთხი დღე, საერთოდ არ ერთვებოდა ამოცანაში. ჩვენი ქვედანაყოფები გადიოდნენ, კანცელარიის მიმართულებით შედიოდნენ, მაგრამ ამოცნაში არ ერთვებოდა. ხელმძღვანელბაზე იყო გაბუტული კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახის ეგ. ამათმა სისტემა გააუბედურეს. ყველაზე მძიმე სანახავი ეს არის. სისტემა აღარ არსებობს. თუ რამე შეიცვალა ამის ჩამოყალიბებას წლები დასჭირდება, ეს ნიშანვს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.

გარდა ა,ისა, შაიშმელაშვილი ამბობს, რომ “დაკავებებში, ცემაში და მორბენალებში მონაწილეობენ მთლიანობაში 300 ადამიანი, რომელიც უშუალოდ ხარებას ჰყავს დაკომპლექტებული.”

როგორც ხელმძღვანელი რგოლი, ისე რიგითი თანამშრომელი, სათითაოდ ჰყავს გავლილი და აბსოლუტური ნდობა აქვს, რომ ისინი კითხვას არ დასვამენ, ეტყვის, წადი დააკავეთ, აკავებენ. მაგიტომ ხდება მერე სასამართლოზე, როგორ წარუდგინონ ბრალი? გამოყავთ მერე საწყალი თანამშრომლები საპატრულო პოლიციიდან და ათას რაღაცას იგონებენ. 

ასევე მონაწილეობენ სასაზღვრო პოლიცია, რომელსაც ამის ლეგიტიმაცია აქვს და ვერ მოედავები. ის ყველა ადამიანურ რესურსს იყენებს, მით უფრო, როცა ეს აქციები უწყვეტად მიმდინარეობს. ყველაზე აგრესიული ვინ არის, კრიმინალური, სასაზღვრო თუ საპატრულო, ასე ვერ იტყვი, რადგან ყველა ცუდად იქცევა, თუმცა ძირითადი ბირთვი, ვინც ასე ცუდად იქცევა არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. სპეციალურად ხდება ამ ადამიანების დამუშავება, რომ დაითესოს შიში. სახელმწიფოც დაიღალა, ხარება მათთვის ალბათ ჟუკოვია და ჰგონიათ, რომ სერიოზული პიროვნება, რომელიც ეუბნება, რომ ძალისმიერი მეთოდებით მოაგვარებს საქმეს და მისცეს კარტბლანში. არანაირი განხილვა და სტრატეგია არ ხდება. ეს ხდება ქუჩურად, ასეთი საუბრებით დაგეგმავენ და მოდიან და ამას აკეთებენ“, – განაცხადა შაიშმელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“. 

იტვირთბა....