„დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თანამდებობის დატოვების ფაქტს ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მე გადავდექი!!! უფრო სწორედ ყველაფერი გააკეთეს რომ გადავმდგარიყავი, რადგან კატეგორიულად მომთხოვეს ჩემს პრინციპებზე უარის თქმა!!!! დიახ!!! ერთსქესიანთა ქორწინება არასოდეს დაკანონდება, ვერც ეკლესიას და პატრიარქს შეაგინებს ვინმე და ჩვენც ეროვნული სახელმწიფო გვექნება!!!“ – წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ პარლამენტს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ კანონპროექტით მიმართა. „მეტრონომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თავდაცვის მინისტრი და „რესპუბლიკური პარტია“ გააკრიტიკა.